ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) “ნატო-საქართველოს სწავლება 2016”-ის დაგეგმვის დასკვნითი კონფერენცია გაიმართა.
დასკვნითი კონფერენცია საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ გახსნა.
თავდაცვის უწყების ცნობით, სწავლებას ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ორი დღის განმავლობაში ნატოს “მოკავშირეთა ტრანსფორმაციის სარდლობის” (ACT), ნატოს სახმელეთო ძალების სარდლობის (LANDCOM), ნატოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრის (JFTC), და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები გეგმავდნენ. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016” პირველი ერთობლივი სწავლება იქნება, რომელიც ნატოს სწავლებების სიაშია შეტანილი.
"აღნიშნული სწავლების მეშვეობით ქართველი ოფიცრები ნატოს ოპერაციების დაგეგმვისთვის საჭირო უნარ ჩვევებს განავითარებენ და ნატოს სამეთაურო სტრუქტურას გაეცნობიან. სწავლება ქართველ ოფიცრებს საშუალებას მისცემს ნატოსთან უფრო თავსებადები გახდნენ და ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ოფიცრების გამოცდილება გაიზიარონ. „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და სამხედრო ტრანსფორმაციაში გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.
„ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში (SNGP) ჩატარდება, რომელიც საქართველოს 2014 წლის უელსის სამიტზე მიანიჭეს.
სწავლება მრავალეროვნული ბრიგადის დონის იქნება და JTEC-ში 10-დან 20 ნოემბრამდე გაიმართება", - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.