საკონსტიტუციო სასამართლოს წევრებმა „სასამართლოს შესახებ ორგანული კანონის“ მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ირინა იმერლიშვილის და ზაზა თავაძის კანდიდატურები წარადგინეს.
ამის შესახებ ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოს მთავარმა მრჩეველმა, გიორგი ლომთაძემ განუცხადა.
მისი ცნობით, თავმჯდომარის კანდიდატურების განხილვისა და არჩევის თაობაზე პლენუმის სხდომა 20 ოქტომბერს, 16:00 საათზე გაიმართება.
საკონსტიტუციო სასამართლოს უკვე ყოფილ თავმჯდომარეს გიორგი პაპუაშვილს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს ამოეწურა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.