თეა წულუკიანი ბელარუს კოლეგას შეხვდა
13-10-2016, 09:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბელარუს კოლეგა ოლეგ სლიჟევსკის შეხვდა. შეხვედრა ბელარუსში საქართველოს საელჩოში გაიმართა, რომელსაც ელჩი დავით კოტარიაც ესწრებოდა.

 

 

იუსტიციის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და ბელარუსის იუსტიციის სამინსიტროებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთოებბზე ისაუბრეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები დასახეს.

 


"საქართველოსა და ბელარუსს შორის იუსტიციის სფეროში თანამშრომლობა გაძლიერდა, როდესაც მიმდინარე წლის 25 მაისს ორ ქვეყანას შორის ხელი მოეწერა იუსტიციის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს და ბელარუსის იუსტიციის მინისტრებმა.

 


თეა წულუკიანის ვიზიტი ბელარუსში უკვე დასრულდა. იუსტიციის მინისტრი ბელარუსში საერთაშორისო ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდა. კომერციული მედიაციის თემაზე გამართული ფორუმი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) მხარდაჭერით ჩატარდა. ფორუმზე იუსტიციის მინისტრები, მოსამართლეები, სამართლის დარგის სპეციალისტები მედიაციის გზით დავების მოგვარების შესახებ მსჯელობდნენ. თეა წულუკიანთან ერთად ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე.

 


საქართველოს იუსტიციის მინისტრს მასპინძლობას უწევდა ბელარუსის იუსტიციის მინისტრი ოლეგ სლიჟევსკი. ფორუმი ორდღიანი იყო და ის 12 ოქტომბერს დასრულდა.

 


ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრების შეხვედრა ფორუმის დასრულების შემდეგ გაიმართა", - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი