საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ
04-03-2015, 03:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც უფლებამოსილებას გადაამეტეს, მაგრამ სისხლის სამართლის დანაშაული ჩადენილი არა აქვთ, შესაძლოა პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ. ეს განცხადება მთავარი პროკურატურის ახალი დეპარტამენტის "სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის" პრეზენტაციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გააკეთა.

 

 

"ჩვენ ვმსჯელობთ და განვაგრძობთ მსჯელობას, რომ საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, რომლებმაც გადაამეტეს თავიანთ უფლებამოსილებას, მაგრამ არა აქვთ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა. მთავარ აქცენტს, ალბათ, გამოძიება გააკეთებს დანაშაულის ინიციატორსა და ორგანიზატორზე. სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი გამოიძიებს საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებრივ ფაქტებს, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს მიადგათ ფიზიკური და მატერიალური ზიანი; ეს არის ქონების უკანონოდ ჩამორთმევისა და ძალადობის ფაქტები, ცემა-წამება, არაადამიანური, დამამცირებელი მოპყრობა. შესწავლილი იქნება სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ჩადენილი დანაშაულებები, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაული," განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

ღარიბაშვილის თქმით, შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ. გარდა ამისა, ახალ დეპარტამენტში დაინიშნებიან დაზარალებულთა კოორდინატორები, რომლებიც დაზარალებულ პირებს გამოძიების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან და სამართლებრივ საკითხებში კონსულტაციას გაუწევენ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი