თბილისსა და აშხაბადს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა იწყება
13-10-2016, 09:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მიმდინარე წლის 2 ნოემბრიდან „თურქმენეთის ავიახაზები“ აშხაბადი-თბილისი-აშხაბადის საჰაერო ხაზზე ოპერირებას იწყებს.

 

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცნობით, რეგულარული რეისები საქართველოსა და თურქმენეთის დედაქალაქებს შორის კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას, ბოინგ 737 და 757 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

 

 

ავიაკომპანიას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ ფრენების შესრულებისათვის აუცილებელი ნებართვა უკვე მიენიჭა.

 

 

ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება საქართველოსა და თურქმენეთის საავიაციო ხელისუფლებებს შორის, 2016 წლის 4 ივლისს, აშხაბადში გამართული მოლაპარაკებების შედეგად მიიღეს.

 

 

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ამავე შეხვედრაზე გაფორმდა ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და თურქმენეთის სამოქალაქო ავიაციის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის, რომლის საფუძველზე, მხარეთა ავიასაწარმოებს უფლება ეძლევათ განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოსა და თურქმენეთის ნებისმიერ დანიშნულების პუნქტს შორის, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.აქამდე საჰაერო მიმოსვლა მხოლოდ ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის იყო შესაძლებელი.

 

 

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თბილისსა და აშხაბადს შორის საჰაერო მიმოსვლის დაწყება ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას, მგზავრთა ნაკადის ზრდას, ტურიზმის სფეროსა და ახალი ბიზნესურთიერთობების განვითარებას.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი