შალვა ხუციშვილი მარნეულში დაკავებულებზე: ჩვენ შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ სატელეფონო გასაუბრების ოქმები, რომ ყველა ოჯახი გაფრთხილებულ იქნა დაკავებისა და ამ პირთა ადგილსამყოფელის შესახებ
13-10-2016, 10:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, შალვა ხუციშვილის განცხადებით, ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების დაკავება კანონის ფარგლებში მოხდა. მისივე თქმით, ყველა დაკავებული პირი იდენტიფიცირებულია, როგორც ინციდენტში მონაწილე.

 


”ამ ხალხის დაკავება განხორციელდა კანონის შესაბამისად. პოლიცია მოქმედებდა კანონის ფარგლებში სასამართლოს განჩინების საფუძველზე. არსებობს სატელეფონო გასაუბრების ოქმები, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია გამოვაქვეყნოთ, რომ დაკავების შემდეგ, როდესაც ეს პირები გადაყვანილ იქნენ იზოლატორში, კანონის შესაბამისად არსებობს ოთსაათიანი ვადა და ამ ვადის ფარგლებში ყველა ოჯახი გაფრთხილებულ იქნა დაკავებისა და ამ პირთა ადგილსამყოფელის შესახებ. რაც შეეხება თვითონ ამ პირებს, ყველა ესენი არიან დაიდენტიფიცირებულები, როგორც მონაწილეები და ამის შესახებ არსებობს უტყუარი მტკიცებულებები. გარდა ამისა, ერთ-ერთმა პირმა როდესაც პოლიციის სპეცრაზმი შევიდა დასაკავებლად, მათ გაუწია ფიზიკური წინააღმდეგობა. იქ ადგილი ჰქონდა თავდასხმას პოლიციელებზე. და სხვა ტიპის წინააღმდეგობა იყო კიდევ", - განაცხადა შალვა ხუციშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიისთვის ხელისშეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე 6 პირი დააკავეს.

 

კომენტარები: 3
#3   Etsuko
      
References:


Do steroids make your penis smaller

References:
https://mes-favoris.top/item/444276
13 აპრილი 2026 06:06
#2   Christal
      
13 აპრილი 2026 02:16
#1   Marcy
      
References:


Legal deca durabolin

References:
https://sciencebookmark.top/item/474206
1 აპრილი 2026 18:29
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი