ნინო ბურჯანაძე: არ ვეთანხმებით არჩევნების შედეგებს და ვიბრძვით ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად
13-10-2016, 10:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის თქმით, პარტია არ იღებს არჩევნების იმ შედეგებს, რომელსაც ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს.

 

 

აღნიშნულის შესახებ, ბურჯანაძემ ჟურნალისტებს საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განუცხადა.

 

 

მისი თქმით, „დემოკრატიულ მოძრაობას“ გაცილებით მეტი  მხარდაჭერა ჰქონდა მთელი საქართველოს მასშტაბით, ვიდრე 3,5%-ია.

 

 

„ჩვენ არ ვეთანხმებით ამ შედეგებს  და ვიბრძვით ჩვენი სიმართლის დასამტკიცებლად. ვიცით რა, რომ გაცილებით მეტი გვქონდა მხარდაჭერა მთელი საქართველოს მასშტაბით, ვიდრე ჩვენ ამას გვიცხადებენ. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ის, რომ აჭარაში, მიუხედავად დიდი წნეხისა, ჩვენ გვაქვს 7%, ოღონდ დანარჩენ საქართველოში, სადაც სუს-მა ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დავალების შესრულებით მიაღწია იმას, რომ დაფიქსირებულიყო  ე.წ. 3.5%. ჩვენ გვაქვს უამრავი ოქმი დარღვევებისა, სადაც დაფიქსირებულია ხარვეზები.

 

 

ჩვენ შეტანილი გვქონდა საჩივრები კანონისა და პროცედურების სრული დაცვით, ოღონდ გუშინ პრაქტიკულად ყველა საოლქომ უარი გვითხრა ბიულეტენების ხელახალ გადათვლაზე. ჩვენ არ ვითხოვთ პროცენტების მომატებას, არც მოწყალებას, ჩვენ ვითხოვთ, რომ გადათვალონ ბიულეტენები და დაგვარწმუნონ, რომ ჩვენი პრეტენზიები არის უსაფუძვლო და ჩვენ არ დაგვიჭირა მხარი ხალხმა და ჩვენ ვტყუით. უარის თქმა მოხდა არაფრის საფუძველზე“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ არჩევნების გაყალბება დადასტურდება თუ ყუთები გაიხსნება და ბიულეტენების გადათვლა მოხდება.

 

 

„არჩევნები გაგვიყალბეს ჩვენ, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შეთანხმებით და ეს გამოჩნდება იმ შემთხვევაში, თუ გაიხსნება ყუთები და მოხდება გადათვლა, გამოჩნდება ვისთან გადალაგდა ის ბიულეტენები, რომლებიც ჩვენ წაგვართვეს. ეს არჩევნები თუ ასე დარჩა, უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანაში საარჩევნო პროცესი დაკარგავს აზრს, ამ ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას აზრი აღარ ექნება“, -განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და დასძინა, რომ ამომრჩევლისა და კომისიის წევრების მოსყიდვა სამწუხარო პრაქტიკა გახდა საქართველოში და ამისგან არათუ პარტიები, არამედ ადამიანები პირად ურთიერთობებშიც ვერ იცავენ თავს.

 

 

„ჩვენ კიდევ მოგაწვდით გაყალბებულ ოქმებს, მოგაწვდით ინფორმაციებს ზეწოლის შესახებ, იმის თაობაზე, რომ ვერც ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სატელეფონო კონსულტაციის გარეშე ვერ იღებს გადაწყვეტილებას. ხელი უკანკალებთ, იმიტომ, რომ ეშინიათ სუს-ის, რომელმაც როგორც 26 მაისის შემდეგ, სავარაუდოდ, ახლაც აიღო პრემია, ქვეყანა გახდება თურქმენეთის მსგავსი სახელმწიფო, რომელსაც თურქმენბაში მართავდა“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი