დაბა წაღვერში, მინერალური წლის ბიუვეტის მიმდებარედ, დასასვენებელი ადგილის მოწყობა დასასრულს უახლოვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.
პროექტის ფარგლებში ტერიტორია შემოიღობა და მოპირკეთდა ბაზალტის ფილებით, განთავსდა ასევე საბაღე სკამები. რამდენიმე დღეში დასრულდება ლითონის მოაჯირების სამღებრო სამუშაოები, ტერიტორია კი სამშენებლო ნარჩენებისაგან გაიწმინდება. დასასვენებელი ადგილის კეთილმოწყობა დაბა წაღვერის მოსახლეობის მიერ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ შეირჩა.
ადგილობრივების განცხადებით, ბიუვეტის მიმდებარედ, სადაც დამსვენებლები მინერალურ წყალს იღებენ, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა აუცილებელი იყო.
პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია პარკის დაზიანებული ღობის აღდგენაც. სამუშაოები „სოფლის პროგრამის“ ფარგლებში 16 500 ლარით დაფინანსდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.