საქართველოში ყირგიზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ყირგიზეთის ძალოვანი უწყებების მინისტრებს შსს-ს ერთობლივი ოპერაციების ახლადგახსნილ ცენტრში უმასპინძლა.
შს მინისტრმა სტუმრებს ცენტრი დაათვალიერებინა. გიორგი მღებრიშვილის თქმით: „მსგავსი ცენტრი მსოფლიოში სულ რამდენიმე განვითარებულ ქვეყანას აქვს და იგი დანაშაულის პრევენციის, აღკვეთისა და გამოვლენის საქმეში ყველაზე თანამედროვე მიდგომაა. თუმცა, ჩვენ მიერ შექმნილი ერთობლივი ოპერაციების ცენტრის ზუსტი ანალოგი არც ერთ სხვა ქვეყანაში არ არსებობს. იგი იმით არის უნიკალური, რომ მულტიფუნქციურია და რამდენიმე სხვადასხვა მიმართულებას ერთდროულად ფარავს: უზრუნველყოფს მონიტორინგს, ანალიტიკას, პოლიციის ძალების ერთიან მართვასა და მხარდაჭერას“.
შს მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა ყირგიზეთის დელეგაციის წევრებს პრეზენტაციაზე ერთობლივი ოპერაციების ცენტრის მუშაობის პრინციპი და პროცედურები დეტალურად გააცნო.
დელეგაციის წევრები, ასევე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ს ეწვივნენ. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანია და შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს უფროსი ზვიად ქაწაშვილი დაესწრნენ. „112“-ის დირექტორი, გიორგი ბიჭაშვილი სტუმრებს ცენტრის მუშაობის სპეციფიკაზე ესაუბრა და განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.