სერგო რატიანი: საქართველოს ხელისუფლება ამ დღეებში ძალიან ცუდად იქცევა საერთაშორისო ასპარეზზე
14-10-2016, 03:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ეს არის ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის და ჩვენი სტრატეგიული ინტერესების ღალატი, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სერგო რატიანი იმ ფაქტს, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებაში საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა არ მიიღო.

 

 

რატიანის თქმით, "საქართველოს ხელისუფლება ამ დღეებში ძალიან ცუდად იქცევა საერთაშორისო ასპარეზზე", რაც მისივე თქმით, ქვეყანას ძვირად დაუჯდება.

 

 

"ეს ძვირად დაუჯდება საქართველოს. საქართველოს ხელისუფლება ამ დღეებში ძალიან ცუდად იქცევა საერთაშორისო ასპარეზზე. ის კიდევ უფრო გადაიხარა რუსეთისკენ. რაც საქართველოს დელეგაციამ გააკეთა, ეს არის სამარცხვინო ფაქტი",- განაცხადა რატიანმა.

 

 

ორი დღის წინათ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო. პირველი რეზოლუცია ეხება “უკრაინაში კონფლიქტის პოლიტიკურ შედეგებს”, ხოლო მეორე -“უკრაინის ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად უკრაინულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების სამართლებრივ საშუალებებს”.

 

 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დელეგაციის არც ერთ წევრს არც ერთი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი