შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის განცხადებით, მარნეულში დაკავებული პირები "არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე".
მღებრიშვილი ოპოზიციის ბრალდებებზე, რომ ეს იყო პოლიტიკური ნიშნით დაკავება, კომენტარს არ აკეთებს.
„რას ლაპარაკოთ, სერიოზულ კომენტარს ელოდებით ამაზე? რას ნიშნავს, პოლიტიკური ნიშნით დაკავება? ისინი არიან ჩვეულებრივი კრიმინალები, რომლებმაც გაბედეს და ხელი აღმართეს პოლიციელზე. დღემდე არავისთვის მიპატიებია პოლიციელზე ხელის აღმართვა და არც ვაპირებ ვინმეს ვაპატიო მსგავსი საქციელი“, - განაცხადა მღებრიშვილმა.
შს მინისტრი ასევე უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დაკავებულები ნაცემები არიან.
„არავითარ ზეწოლას, არავითარ ფიზიკურ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია. ეს გამოგონილია. ალბათ გაგიათ, რომ თავდასხმა საუკეთესო თავდაცვაა და მსგავი არაფერი ყოფილა“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.