უფალი, რომელიც გვაძლევს ამდენ მადლს, ამდენ კურთხევას, უფალი მოჰკითხავს ყოველ ჩვენგანს, ამიტომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ხალხში განმტკიცდეს, მართმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული და სასოება, - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სვეტიცხოველში, ქადაგებისას.
„ჩვენ უნდა ვიცოდეთ, სად ვართ, რა წმინდა ადგილია ეს. იმდენად წმინდა ადგილია სვეტიცხოველი, რომ როცა მირიან მეფემ იგრძნო მოახლოება გარდაცვალებისა, მან დატოვა ანდერძი,რომ არ დასაფლავებულიყო აქ, იმიტომ რომ უღირსად თვლიდა თავის თავს და იყო დასაფლავებული იქ, სადაც სამთავროს მონასტერია. მრავალი ცრემლი და სისხლი დაღვრილა ამ წმინდა ტაძარში", - ბრძანა პატრიარქმა.
ილია მეორემ მიტრის ტარების უფლებით დააჯილდოვა დეკანოზი გიორგი ბასილაია, რომელიც სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით მარტვილიდან მცხეთაში ფეხით ჩავიდა.
„ჩვენ საკვირველი ხალხი ვართ, აი, ერთ მოძღვარს გადაუწყვეტია, რომ სამეგრელოდან წამოსულიყო ფეხით სვეტიცხოველში. ეს არის დეკანოზი გიორგი ბასილაია. 6 დღე იარა წვიმაში, უამინდობაში, სიცხეში და გუშინ, შუაღამისას მოვიდა. მარტვილიდან წამოვიდა ფეხით და 6 დღე იარა. მე ვლოცავ ამ მოძღვარს. ეს მადლი, რომელიც მან მოიპოვა ამ ფეხით წამოსვლით, შეეწევა მთელ საქართველოს“, - ბრძანა ილია მეორემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.