საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა სვეტიცხოვლობის დღესასწაული საქართველოს მოქალაქეებს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის ამბიონიდან მიულოცა.
„თქვენო უწმინდესობავ, პატივცემულო მოქალაქეებო, გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს. გისურვებთ მშვიდობას, უკეთეს ხვალინდელ დღეს, უფლის წყალობას, ერთმანეთის სიყვარულს. მრავალს დაესწარით“, - აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
ილია მეორემ პრემიერ მინისტრს არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება მიულოცა.
"ამ წირვა-ლოცვაზე ბრძანდებოდა პრემიერ მინისტრი საქართველოში და მინისტრები. ჩვენ ვულოცავთ პრემიერ მინისტრს და მთავრობას ამ დიდ დღესასწაულს. მე მინდა მივულოცო მშვიდობით ჩატარებული არჩევნები. ეს არის თქვენი დიდ დამსახურება, ბატონო გიორგი“, - განაცხადა პატრიარქმა სვეტიცხოვლის ტაძარში ქადაგებისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.