საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატში ჰუმანიტარული აქცია გამართეს.
სამხედროებმა პანსიონატის ტერიტორია დაასუფთავეს და სხვადასხვა სახის სარემონტო სამუშაო შეასრულეს. ტექნიკურ-ზედამხედველობითი სამუშაოების ჩატარების შემდეგ, მათ შესაბამისი აღჭურვილობით პანსიონატის ტერიტორია სარეველებისა და ხმელი ხეებისაგან გაწმინდეს, შენობა-ნაგებობების კედლები გაამაგრეს და შელესეს.
"სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერა მიზნად ისახავს პანსიონატის ბენეფიციარების მორალურ მხარდაჭერას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, ასევე ჯარისკაცებსა და ბენეფიციარებს შორის მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.
მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის შენობა 2009 წელს ამერიკულმა მხარემ ააშენა. მას შემდეგ, ყოველწლიურად საქართველოში აშშ-ს საელჩო და ამერიკელი საზღვაო ქვეითები პანსიონატისა და მისი ბენეფიციარებისათვის სხვადასხვა სახის მხარდამჭერ ღონისძიებას ახორციელებენ", - აღნიშნულია თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.