საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ალექსანდრე ჯეჯელავა პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძის შესაძლო დანიშნვასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მისი თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ძლიერი პოლიტიკოსი უნდა დაინიშნოს.
”პარლამენტის თავმჯდომარე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ჩვენს რეალობაში. ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აქაც იყოს ძალიან გამოცდილი და ძლიერი პოლიტიკოსი. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს გუნდში არიან ისეთი წევრები, რომელთაგან ღირსეული სპიკერი და ხელმძღვანელი გამოვა”, - განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.