„გაერთიანებული დემოკრატები": ახმეტის გამგეობამ „ჯიპის“ ტიპის სამი ახალი ავტომობილი შეიძინა
04-03-2015, 03:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური პარტია „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ახმეტის რაიონული ორგანიზაცია, მუნიციპალიტიეტის გამგეობის მიერ „ჯიპის“ ტიპის სამი ავტომობილს შესყიდვის ფაქტს აპროტესტებს.

 


რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ირაკლი უჯირაულის განცხადებით, ამ დროისთვის მუნიციპალიტეტს ათზე მეტი ავტომობილი ემსახურება და კიდევ ახალი მანქანების შეძენა, რაიონში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის ფონზე, გაუმართლებელია.

 


„იმ დროს, როდესაც მუნიციპალიტეტის გამგეობა სოციალურად დაუცველ მოსახლეობის ნაწილს უარს ეუბნება უფასო კვებაზე, აბსოლუტურად ზედმეტად მიგვაჩნია 36 000 ლარის საკუთარი კეთილდღეობის და ფუფუნების შესაქმნელად გამოყოფა. თითოეული ავტომობილის შეძენა კი ზედმეტ ხარჯებს გამოიწვევს. მთლიანობაში, ამ მანქანების შენახვა მუნიციპალიტეტს ათობით ათასი ლარი დაუჯდება“ , - აუცხადებს უჯირაული.

 


მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის, ახმეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის სარგებლობაშია „ტოიოტა კამრი“ და „ლექსუს“ GX470 . ამის გარდა, ორ - ორი მანქანით სარგებლობენ გამგებლის მოადგილეები, საკრებულოს თავმჯდომარე და გამგეობის სამსახურის უფროსები.

 

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ავტომობილების შენახვის ხარჯი წლიურად 150 000 ლარს აღემატება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი