რუსთავის საქალაქო სასამართლო ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს
14-10-2016, 07:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რუსთავის საქალაქო სასამართლო ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.

 

 

როგორც ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა, არც ერთი დაკავებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. მისივე თქმით, ამ დროისთვის პროკურატურის თხოვნა დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე, არის შეუასაბამო, რადგან საქმეში არ არის ისეთი მტკიცებულების სტანდარტი, რომ მათ მიმართ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება იყოს გამოყენებული.

 

 

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, პროკურატურა ითხოვს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობას, რაც ჩვენი ხედვით არის სრულიად შეუსაბამო კანონის მოთხოვნებთან. ჩვენ შევეცდებით, სასამართლო დავარწმუნოთ, რომ არანაირი აღკვეთი ღონისძიება მათ მიმართ არ გამოიყენოს, ვინაიდან ადგილი აქვს, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფების თვალთახედვით, მოსახლეობის დაშინებას წინა საარჩევნოდ, რომ მეორე ტურში მოხდეს ამომრჩევლების პასიურობა. თუკი სასამართლო აღკვეთ ღონისძიებაზე მაინც იმსჯელებს, ალტერნატივის სახით ჩვენ გირაოს შევთავაზებთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით საქმეში არ არის ისეთი მტკიცებულების სტანდარტი, რომ მათ მიმართ რაიმე სახის აღკვეთი ღონისძიება იყოს გამოყენებული. ამასთან, მიგვაჩნია, რომ ორივე სახის ბრალდება, რომელიც წარდგენილი აქვთ, როგორც პოლიციის წინააღმდეგობის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის ხელისშეშლის ნაწილში, არის დაუსაბუთებელი",- განაცხადა კონდახაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი