მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტში ბრალდებულების ოჯახის წევრები და ახლობლები რუსთავის საქალაქო სასამართლოში პროცესზე დასწერებას ითხოვენ.
თუმცა, მათ მანდატურმა განუმარტა, რომ პროცესზე დაგვიანებით მივიდნენ და ვეღარ მოახერხებდნენ შესვლას. აღნიშნულს აქციის მონაწილეების მხრიდან ხმაური მოჰყვა.
სასამართლოს ეზოში ერთ-ერთი დაკავებულის დედა ცუდად გახდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო.
ბრალდებულების ახლობლები ამ დრომდე რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე რჩებიან, სადაც ბრალდებულთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.