გიორგი ვოლსკი მარნეულის ინციდენტზე: მაღელვებს ის ფაქტი, რომ გამოდიან უპასუხისმგებლო ადამიანები და საუბრობენ, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაკეთებული აქცია
14-10-2016, 10:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი მარნეულის მუნიცპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.

 

 

როგორც ვოლსკიმ "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, ინციდენტში ბრალდებული 6 პირი შს სამინისტრომ საქართველოს ძალოვან უწყებებზე "ჩამოყალიბებული, გამიზნული შეტევის მიტანისთვის" დააკავა.

 

 

მისივე შეფასებით, გარკვეული პოლიტიკური ძალები ამ ინციდენტს "შეცდომით" განიხილავენ ისე, რომ თითქოს ყველაფერი "ნაციოანლური მოძრაობის" საწინააღმდეგოდ ხდება.

 

 

"აქტივისტები ნადვილად ეთქმოდა ამ ხალხს იქამდე, სანამ რაღაც პოლიტიკურ პროცესში იყვნენ ჩართულები. როდესაც ქვებით შეუტიეს პოლიციას და ძალიან მძიმე ტრავმები მიაყენეს პოლიციელებს, რომლებიც არავითარ პოლიტიკურ ნიშანს არ ატარებენ ამ შემთხვევაში, ეს უკვე ატივისტები აღარ არიან და ტყუილად ცდილობენ პოლიტიკური აქტივისტები მართლაც იმის მაგივრად რომ მოინახულონ ის მძიმედ დაზარალებული ხალხი, ცდილობენ ეს ისე შეფუთონ, თითქოს "ნაციონალურ მოძრაობას" უპირისპირდება სახელმწიფო. რაც არასწორია. სახელმწიფოებრივი მსჯელობის დეფიციტს რომ თავი დავანებოთ, ვფიქრობ აქ სერიოზულ პრობლემასთან გვაქვს საქმე....

 


ამ შემთხვევაში, საგანგებო დანაშაულის ნიშნები იკვეთება. აქ არის საუბარი იმაზე, რომ ორი ჯგუფი ერთმანეთს ემოციურ ნიადაგზე დაუპირისპირდა, ან რომელიმე ჯგუფმა მოახდინა პროვოცირება. აქ ერთმა ორგანიზებულმა ჯგუფმა, სავსებით გამიზნულად, ჩამოყალიბებულად შეტევა მიიტანა პოლიციელებზე და ამასთან დაკავშირებით, მე მგონი ზედმეტი კომენტარების გაკეთებაც არ არის საჭირო.

 


როგორც ვიცი, დაკავებაც არ მომხდარა სპონტანურად. დაკავება მას შემდეგ მოხდა, რაც სასამართლომ მტკიცებულებები განიხილა.... როგორც მოქალაქეს, ძალიან მაღელვებს ის ფაქტი, რომ გამოდიან უპასუხისმგებლო ადამიანები და საუბრობენ იმაზე, რომ ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" წინააღმდეგ გაკეთებული აქცია", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს #48 საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებაში ბრალდებული 6 პირი დააკავა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი