ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური აცხადებს, რომ სახელმწიფოს გააჩნია გარკვეული რესურსი იმ ადამიანებზე კომპენსაციების გასაცემად, რომელთაც სააკაშვილის ხელისუფლების დროს ქონება უკანონოდ ჩამოართვეს. ხადური ამბობს, რომ დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შესთავაზებენ.
"წინა ხელისუფლების დროს ჩამორთმეული ქონებების დიდი ნაწილი გაუსხვისებელია, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს შეწყვეტილი ჰქონდა იმ ობიექტების პრივატიზაცია, რაზეც დავა მიმდინარეობდა. ჩვენ დაველოდებით გამოძიების დასრულებას და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღესაც დევს ბიუჯეტში სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ფონდში ფული. თავისთავად ცხადია, იმის მიხედვით, რა თანხაზე იქნება საუბარი, დაზარალებულ მოქალაქეებს გადახდის სხვადასხვა ალტერნატივას შევთავაზებთ," განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთა მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.