„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
15-10-2016, 01:09

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 14 ოქტომბერს 21:00 საათიდან დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტომანქანებისთვის მოძრაობა აკრძალულია ვარდების მოედანზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე გორგასლის მოედნიდან ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე მეტეხის ხიდიდან ალიევის სკვერამდე. მოძრაობა ღვინის აღმართზე და მეტეხის ქუჩაზე შესაძლებელია მხოლოდ ვარდების მოედნამდე.

 


მოძრაობა სრულად დაიკეტა მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე.

 


ავტომანქანები, ასევე, ვერ იმოძრაობენ გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით.

 


„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეუძლიათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ავლაბრის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი