შს სამინისტრომ ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავა
15-10-2016, 02:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ინტერპოლისა და შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, თურქეთიდან საქართველოში შემოსვლისას, ბუქარესტის ინტერპოლის მიერ 2016 წლიდან საერთაშორისო დონეზე ძებნილი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1968 წელს დაბადებული ვ. ა. დააკავეს.

 

 

აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 


"ვ. ა.-ს ბრალი ედება რუმინეთის საბაჟო კოდექსის 272-ე და 273-ე მუხლებით, ასევე, რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის 289-ე და 290-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც კრიმინალური ორგანიზაციის ან საზოგადოების წევრობას, საქონლის კონტრაბანდას, საქონლის წარდგენისას ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, საქონლის გაყალბებას, ფულის გათეთრებას და კერძო წერილობითი ფორმით არსებული ხელშეკრულების გაყალბებას გულისხმობს.

 


დაკავებულის მიმართ მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული წინასაექსტრადიციო პროცედურები", - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი