22 ოქტომბერს სიღნაღში „ღვინის ფესტივალი“ გაიმართება
15-10-2016, 03:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

22 ოქტომბერს ქალაქ სიღნაღში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანიზებით „ღვინის ფესტივალი“ გაიმართება. როგორც Guardian.ge-ს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, საფესტივალო სვლა ბარათაშვილის ქუჩიდან დაიწყება. ქალაქს იმერეთიდან, სამეგრელოდან, აჭარიდან და აფხაზეთიდან ჩამოსული ქართველები ესტუმრებიან, რომლებიც თავიანთ კუთხურ სამზარეულოს წარმოადგენენ. ღვინის მარნები სტუმრებს ევროპული ღვინის დეგუსტაციას შესთავაზებენ.

 

 

"ქუჩის მთელ პერიმეტრზე, ძველ სიღნაღურ აივნებზე ხალიჩები გამოიფინება, განლაგდება კასრები, სადაც ე.წ. „გლეხური“ წესით დამზადებული ღვინო და კუთხური სამზარეულო იქნება წარმოდგენილი. გამოცხვება „დედას პური“ და კახური ნაზუქი, შეიწვება მწვადი, მოდუღდება თათარა, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი სტუმრისთვის შესაძლებელი იქნება. ქალაქი არც ხელოვნების მოყვარულებს დატოვებს უყურადღებოდ. სიღნაღს თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები საკუთარი ნახატებით ეწვევიან. ბარათაშვილის ქუჩაზე ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული ხალხური რეწვის ოსტატთა ნამუშევრების (ხალიჩა, ფარდაგი, თექა, ქვილთი, გობელენი და სხვა აქსესუარები) გამოფენა-გაყიდვა გაიმართება", - აცხადებენ სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

 

 

ღვინის ფესტივალი ერეკლე II-ის მოედანზე გამართული კონცერტით დასრულდება, რომელშიც მონაწილეობას არა მხოლოდ საქართველოს ყველა კუთხიდან მოწვეული ანსამბლები, არამედ, ბალტიისპირეთიდან, ინდოეთიდან და ინგუშეთიდან ჩამოსული ანსამბლებიც ეწვევიან და წელს პირველად, სიღნაღში საკუთარ ფოლკლორს წარმოადგენენ.

 

 

ამ დღეს ადგილობრივი თვითმმართველობა სიღნაღის საპატიო მოქალაქეებს აირჩევს.

 


ღვინის ფესტივალი 12:00 საათზე დაიწყება და მთელი დღის განმავლობაში გასტანს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი