გიორგი კვირიკაშვილმა ჩამორთმეულ ქონებათა კანონიერ მეპატრონეთათვის დაბრუნების სქემა განმარტა
04-03-2015, 04:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში საპრივატიზაციოდ არ გაგვიტანია ის ობიექტები, რომელთან დაკავშირებითაც არსებობდა ეჭვი, რომ კანონიერი მფლობელისთვის შესაძლოა,

უკანონოდ ყოფილიყო ჩამორთმეული," განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა სასტუმრო "თბილისი მარიოტში" "სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის" პრეზენტაციის დასრულების შემდეგ.

 

 

კვირიკაშვილის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება კონკრეტული პირისთვის ქონების უკანონოდ ჩამორთმევას დაადასტურებს, სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული შესაბამისი ქონება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.

 

 

"პროკურატურამ ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩაატარა. მოხდა ყველა შემთხვევის სისტემატიზაცია და დახარისხება. ჩვენს სამინისტროსთან ერთად იქნა შეფასებული ის წინასწარი სურათი, რაც ქონების წართმევის შემთხვევას უკავშირდება. ჩვენ ამ ორი წლის განმავლობაში არ შევხებივართ იმ ქონებას და არ გაგვიტანია საპრივატიზაციოდ, რომელთა მიმართებაშიც იყო ინფორმაცია, რომ შესაძლოა, დანაშაულის ჩადენას ჰქონოდა კავშირი. შესაბამისად, თუკი გამოძიებით დადგინდება, რომ ადგილი ჰქონდა კანონიერი ქონების ჩამორთმევის ფაქტებს, რა თქმა უნდა, მთავრობა გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს და ქონება დაუბრუნდება კანონიერ მფლობელს," განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

რაც შეეხება იმ შემთხვევას, როცა ჩამორთმეული ქონება სახელმწიფო საკუთრებაში არ ირიცხება, ვიცე-პრემიერის თქმით, ამ კუთხითაც მთავრობას კონკრეტული გეგმა გააჩნია და ამ შემთხვევაში სხვა ქონებით ჩანაცვლების, ასევე ობლიგაციების მექანიზმი იმოქმედებს. "ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ სამართლიანობა უნდა აღდგეს," თქვა კვირიკაშვილმა და დაამატა, რომ სახელმწიფოს საკუთრებაში ამ დროისთვის შვიდასამდე ობიექტია, რომელთან დაკავშირებითაც უკანონოდ ჩამორთმევის შესახებ ეჭვი არსებობს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი