აბაშის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში, მაცხოვრისკარსა და გეზათში ახალ საბავშვო ბაღებში სამუშაოები გრძელდება.
როგორც Guardian.ge-ს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ბაღებში მშენებლობა დასრულებულია და ამ ეტაპისათვის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 230 700 ლარია, ადგილობრივი ბიუჯეტიდან და სოფლის მხარდაჭერის პროგრამის თანადაფინანსებით ხორციელდება.
მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის გამგებელმა მამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილე ვახტანგ გაბელაიამ და შესაბამისი სამსახურის თანამშრომლებმა დაათვალიერეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.