აბაშის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის გზების ორმული შეკეთება და მოხრეშვა მიმდინარეობს.
როგორც Guardian.ge-ს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, პროექტი მუნიციპალიტეტის სოფლებში, ბულვანში, ეწერში, გამოღმა ზანათში, გამოღმა კოდორში, სამიქაოში, სუჯუნაში, ძვ. აბაშასა და ქალაქში შიდა სამიმოსვლო გზების ორმული, ქვიშა-ხრეშოვანი მასალით შეკეთებას ითვალისწინებს.
ასევე სოფლებში, პირველ მაისში, თხმელარში, მარანჭალასა და მარანში შიდა გზების საფარი დამუშავდება.
სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა“ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 135 440 ლარით ფინანსდება. მიმდინარე სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.