გიორგი კვირიკაშვილი "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით რიყეზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო
15-10-2016, 05:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისი ტრადიციულ დღესასწაულს - „თბილისობა 2016“-ს აღნიშნავს. რიყეზე მიმდინარე საზეიმო ღონისძიებებს საქართველოს პრემიერ მინისტრი მთავრობის წევრებთან და თბილისის მერთან ერთად დაესწრო.

 


გიორგი კვირიკაშვილმა თბილისელებს დღესასწაული მიულოცა და ყველას მოუწოდა, მიიღონ მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში.

 


„გილოცავთ თბილისობის დღესასწაულს! წლევანდელ დღესასწაულზე უამრავი სიახლეა. ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული ოჯახებთან, ბავშვებთან ერთად. სოფლის კოოპერატივებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია ჩამოეტანათ აქ. თბილისობის დღესასწაული კარგ ტრადიციად იქცა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, ვუსურვო ხვავი და ბარაქა. შემოდგომა არის ხვავისა და დოვლათის სიმბოლო და სწორედ ასეთი ბარაქა, ბარაქა, მშვიდობა და კეთილდღეობა მინდა, ვუსურვო ყველა ოჯახს.

 

 

განსაკუთრებით ვულოცავ თბილისელებს და ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და ისიამოვნონ ამ შესანიშნავი დღესასწაულით,“ - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 


რიყის პარკი ორი დღით საბავშვო ქალაქად გადაიქცა. „თბილისობა 2016“-ის პატარა სტუმრებს შეუძლიათ, მოინახულონ საბავშვო თეატრი და ქვიშის ქალაქი, სადაც მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკა და სხვა სახალისო აქტივობები ტარდება. პარკში მოწყობილია რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის მოედნები. რიყის პარკის ქვედა ტერასაზე განთავსებულია კულინარიის ქუჩა, სადაც გურმანებს ქართული და უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ. სადღესასწაულო ღონისძიებები ასევე იმართება ლეღვთახევსა და „ახალ ტფილისში.“

 


„თბილისობა 2016“-ის ფარგლებში, ევროპის მოედანზე მასშტაბური სკულპტურა „სიცოცხლის ხე“ დაიდგა. 9-მეტრიანი სკულპტურული კომპოზიცია ძველი თბილისის თემატიკაზეა შექმნილი. პროექტი მოქანდაკე დავით მონავარდისაშვილის ავტორობითა და თბილისის მერიის ინიციატივით განხორციელდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი