თბილისობის დღესასწაული კარგ ტრადიციად იქცა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა რიყეზე, სადაც მთავრობის წევრებთან ერთად, "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.
გიორგი კვირიკაშვილმა თბილისელებს დღესასწაული მიულოცა და ყველას მოუწოდა, მიიღონ მონაწილეობა საზეიმო ღონისძიებებში.
„გილოცავთ თბილისობის დღესასწაულს! წლევანდელ დღესასწაულზე უამრავი სიახლეა. ძალიან ბევრი ადამიანია გამოსული ოჯახებთან, ბავშვებთან ერთად. სოფლის კოოპერატივებს საშუალება ჰქონდათ საკუთარი პროდუქცია ჩამოეტანათ აქ. თბილისობის დღესასწაული კარგ ტრადიციად იქცა. მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო ყველას, ვუსურვო ხვავი და ბარაქა. შემოდგომა არის ხვავისა და დოვლათის სიმბოლო და სწორედ ასეთი ბარაქა, ბარაქა, მშვიდობა და კეთილდღეობა მინდა, ვუსურვო ყველა ოჯახს. განსაკუთრებით ვულოცავ თბილისელებს და ყველას მოვუწოდებ, გამოვიდნენ და ისიამოვნონ ამ შესანიშნავი დღესასწაულით,“ - განაცხადა პრემიერმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.