სამართალდამცავებმა გამოძალვისა და ძარცვის ბრალდებით, თურქეთის მოქალაქეები დააკავეს
15-10-2016, 09:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები, 1990 წელს დაბადებული ე.ი. და 1985 წელს დაბადებული ქ.ქ. დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის, ძარცვის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

 


შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა ბათუმში მდებარე სასტუმროსა და კლუბში, გაწეული მომსახურების სანაცვლოდ, მომხმარებლებისგან შეუსაბამოდ დიდი თანხა მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ კი, ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, თურქეთის მოქალაქეებისგან 18 000 ლარისა და 1 500 ლარის გამოძალვას შეეცადნენ, რა დროსაც დაზარალებულებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, მობილური ტელეფონები და ფულადი თანხა ჩამოართვეს.

 


გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით ჯგუფურად გამოძალვის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა მნიშვნელოვანი პირადი დოკუმენტის გატაცების ფაქტებზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი