თბილისის მერი დავით ნარმანია "თბილისობის" დღესასწაულთან დაკავშირებით, რიყეზე გამართულ ღონისძიებებს პრემიერ მინისტრთან ერთად დაესწრო.
ფესტივალის ფარგლებში, რიყესა და ევროპის მოედანზე მოეწყო სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები და სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები.
რიყის პარკში „თბილისობის“ პატარა სტუმრებისთვის მოეწყო საბავშვო თეატრი, კონცერტები, ქვიშის ქალაქი, მხიარული შეჯიბრებები, საბავშვო დისკოთეკა და სხვა სახალისო აქტივობები. პარკში განთავსდა რაგბის, მინი გოლფის, კალათბურთისა და ფეინთბოლის მოედნები. რიყის პარკის ქვედა ტერასაზე კულინარიის ქუჩა მოეწყო, სადაც გურმანებს ქართული და უცხოური სამზარეულოს დაგემოვნება შეუძლიათ.
ევროპისა და ღვინის მოედანზე ქართული ტრადიციული ბაზარი მოეწყო, სადაც სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინოს და ქართული ნუგბარის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. ჩატარდა ასევე კულინარიული გამოფენები და თემატური მასტერკლასები.
ევროპის მოედანზე განთავსებულ სცენაზე, 15 და 16 ოქტომბერს, კლასიკური მუსიკის, ფოლკლორული და ახალგაზრდული ბენდების კონცერტები გაიმართება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.