სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან და ქალაქის მერთან, დავით ნარმანიასთან ერთად „თბილისობის" აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გამოფენა დაათვალიერა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ გამოფენა-დეგუსტაციაზე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში შექმნილი საწარმოების პროდუქციაა წარმოდგენილი.
„უპირველეს ყოვლისა ყველას ვულოცავ თბილისობის დღესასწაულს. მოხარული ვარ, რომ ჩვენი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, მათივე წარმოებული ქართული პროდუქციით უკვე აქტიურად არიან ჩართული მსგავს ღონისძიებებში. რაც შეეხება ქართულ ღვინოს, ის ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათია და მისი დაგემოვნება ყველა სტუმრისთვის მათ შორის, უცხოელი ტურისტებისთვის დღევანდელი დღესასწაულის შემადგენელი საპატიო ნაწილია",-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.