დავით ნარმანიამ „საპატიო თბილისელები“ დააჯილდოვა
16-10-2016, 01:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „საპატიო თბილისელები“ დააჯილდოვა. საზეიმო ღონისძიება ილიას ბაღში გაიმართა.

 

 

საპატიო თბილისელის წოდება წელს მიიღეს: ექიმებმა ლევან ჭაჭიაშვილმა და გელა მუხაშავრიამ; ვეტერანმა ფეხბურთელმა, ალექსანდრე ჩივაძემ; მსახიობებმა, ლალი ბადურაშვილმა, ნოდარ მგალობლიშვილმა და თამარ სხირტლაძემ; ასევე, ხელოვნების მოღვაწემ, ჯემალ ჭკუასელმა; ლოტბარმა და მომღერალმა, რობერტ გოგოლაშვილმა; მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა, ფრიდონ სულაბერიძემ; მევიოლინემ და დირიჟორმა, ლიანა ისაკაძემ; აკადემიკოსმა, გიორგი კვესიტაძემ; მხატვარმა, დიმიტრი ერისთავმა; ასევე, მხატვარმა, მწერალმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა, რევაზ გაბრიაძემ.

 

 

როგორც საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას თბილისის მერმა აღნიშნა, „საპატიო თბილისელის“ წოდება ტრადიციულად ენიჭებათ ადამიანებს, რომლებსაც განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვით დედაქალაქის და საქართველოს წინაშე.

 

 

„საპატიო თბილისელის“ დაჯილდოება თბილისობის განუყოფელი ნაწილია. ამ ტრადიციას საფუძველი 1979 წლის 28 ოქტომბერს ჩაეყარა. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ და ტრადიციულად, განსაკუთრებული პატივი მივაგეთ და დავაფასეთ იმ ადამიანების პროფესიონალიზმი, ღვაწლი, დამსახურებები, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებენ და ჩვენს დედაქალაქს, თბილისს, სრულიად საქართველოს ასახელებენ. ჩვენ მათ „საპატიო თბილისელის“ წოდება მივანიჭეთ. განსაკუთრებული პატივით მინდა გავიხსენო ყველა ჩვენი საამაყო და საპატიო თბილისელი, რომელთაგან სამწუხაროდ, ნაწილი ჩვენს გვერდით აღარ არის“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი