დედაქალაქის მერია იმ ღონისძიებების ჩამონათვალს ავრცელებს, რომელიც დღეს „თბილისობა 2016“-ის ფარგლებში იმართება
16-10-2016, 02:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქში „თბილისობისადმი“ მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა სხვადასხვა კულტურული და სპორტული  ღონისძიებები, ლიტერატურული და არქიტექტურული კონკურსები, საბავშვო გასართობი ღონისძიებები, კულინარიული გამოფენა-გაყიდვები და  სასოფლო-სამეურნეო ბაზრობები, სადაც ყველა თაობის წარმომადგენელს შეეძლება  მისთვის საინტერესო ღონისძიებებზე ესწრება.

 

 

თბილისობის დღესასწაული, გუშინ, ლეღვთახევში, მივიწყებული, მე-19 საუკუნის თბილისის  პროფესიების იმიტირებული მიზანსცენებით გაიხსნა და  დღეს  მეიდანზე,  ქართველი შემსრულებელების მონაწილეობით გამართული გალა კონცერტით „ჩემო თბილის ქალაქო“ დასრულდება.

 

 

თბილისის მერია იმ ღონისძიებების ჩამონათვალს ავრცელებს, რომელიც დღეს უნდა გაიმართოს:

 

 

12:00 -19:00 საათამდე ლეღვთახევში გაიმართება მივიწყებული პროფესიების იმიტირებული მიზანსცენები (დიდგვაროვნებისა და ყარაჩოხელების კუთხე; მჭედელი, მეწაღე, მეთულუხჩე, მეაფიშე);

 

12:00 - 19:00 საათამდე ევროპის მოედანზე, ტოლერანტობის სკვერში მოეწყობა თბილისური ბაზარი ზურაბ შევარდნაძესთან ერთად;

 

12:00 - 19:00 საათამდე ევროპის მოედანზე, ღვინის აღმართთან  და რიყის პარკში სხვადასხვა სახეობის ქართული ღვინისა და სოფლის მეურნეობის ქართული პროდუქციის დეგუსტაცია, გაყიდვა და  სხვადასხვა კულინარიული გამოფენა  გაიმართება;

 

12:00 - 19:00 საათამდე მეტეხის ხიდთან გაიმართება სპორტული ავტომობილების გამოფენა სახელწოდებით „არ ვარღვევ“;

  

12:00 - 19:00 საათამდე „ახალი ტფილისის“ ტერიტორიაზე პანტომიმის თეატრის წარმოდგენა გაიმართება;

 

12:00 - 19:00 საათამდე რიყის პარკში გაიმართება სპორტული ღონისძიებები, რაგბისა და მინი გოლფის მოედანი, პარკური და კალათბურთი;

 

12:00 - 19:00 საათამდე „ახალ ტფილისში“ქუჩის მუსიკოსების კონცერტი, ასევე სასულე ორკესტრის მსვლელობა გაიმართება;

 

12:00 - 19:30 საათამდე ევროპის მოედანზე გაიმართება კონცერტები, სადაც მონაწილეობას მიიღებენ სტილიზებული ფოლკლორის თეატრი „ნაბადი'', ანსამბლი „თბილისი’’, ფოლკლორული ანსამბლი „ხარება", ანსამბლი „თბილისური კვარტეტი" , ჯგუფი „გიო +" ახალი პროექტით, ჯგუფი The Jetbird და ჯგუფი Goofyland;

 

15:30 - 17:00 საათამდე „ახალ ტფილისში“ თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდის" კონცერტი გაიმართება, ხოლო 16:00 საათიდან 17:00 საათამდე გამოფენა Error images;

 

18:00 - 19:00 საათამდე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი 2016" - ის დაჯილდოება, ხოლო 19:00 - 20:00 საათამდე „თბილისზე მზრუნველის" დაჯილდოება გაიმართება;

 

19:00 - 20:30 საათამდე „ახალ ტფილისში“ „თხრობა მუსიკით“ - დათო ევგენიძის აკომპანიმენტით, ხოლო 20:00 - 20:30 საათამდე „თბილისის თანამედროვე ბალეტის“ წარმოდგენა გაიმართება;

 

21:00 - 22:00 საათამდე „ახალ ტფილისში“ „თბილისური ეზო" გაიმართება, ხოლო 21:00 - 22:45 საათამდე თბილისის მეიდანზე გალაკონცერტი - „ჩემო თბილის ქალაქო" ჩატარდება;

 

23:00 - 01:00 საათამდე თბილისელების განწყობაზე „ახალ ტფილისში“ DJ GACHA იზრუნებს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი