მიხეილ სააკაშვილი: როგორც იანუკოვიჩის მმართველობა ვერ გაგრძელდა დიდხანს, ისე ვერ გაგრძელდება ივანიშვილის მმართველობა
16-10-2016, 02:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ოლქის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი სტრასბურგში, უკრაინის შესახებ მომზადებული რეზოლუციების კენჭისყრაში, ქართული დელეგაციის წევრების არდასწრების საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს არის სირცხვილი.

 

 

ამის შესახებ სააკაშვილის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა.

 

 

„ის, რომ საქართველოს დელეგაციამ ხმა არ მისცა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და მხარი არ დაუჭირა უკრაინას, ეს არის სირცხვილი. მაგრამ ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, თუ რა მდგომარეობაშია საქართველო. საქართველოს „გაზპრომის“ მსხვილი კერძო აქციონერი ბიძინა ივანიშვილი მართავს, რომელიც მანიპულაციების, ფალსიფიცირებისა და ძალადობის გზით ლიდერობს არჩევნების პირველ ტურში, მაგრამ წინ კიდევ მეორე ტურია.

 

 

მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასთან მიმართებაში ეს სასირცხვილო პოზიცია, რომელიც საქართველოს ისტორიაში შავ ლაქად დარჩება, არ ასახავს ქართველი საზოგადების მოსაზრებას. არ მინახავს ქართველი, რომელიც მხარს არ უჭერს უკრაინას. მინდა ხალხს შევახსენო, რომ ასობით ქართველი იბრძოდა და იბრძვის აქ ფრონტზე მოხალისედ. სამწუხაროდ ათზე მეტი დაიღუპა ბრძოლაში, მათ თავი გასწირეს მაიდანზე. ეს ალბათ ის ქვეყანაა, საიდანაც უკრაინაში ყველაზე მეტი მოხალისე ჩამოვიდა, თან საქართველო ხომ პატარა ქვეყანაა და ეს საქციელი ასახავს ქართველების პოზიციას, თუმცა საქართველოს ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგაც აღძრა სისხლის სამართლის საქმე და მათ მხოლოდ იმიტომ არ შეუძლიათ სამშობლოში დაბრუნება, რომ რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ისინი  სისხლის სამართლის დევნას აწარმოებენ იმ ადამიანების წინააღმდეგ, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავენ უკრაინას.

 

 

ჩემი აზრით, ეს დროებითია, როგორც იანუკოვიჩის მმართველობა იყო დროებითი და დიდხანს ვერ გაძლო, ისე ვერ გაგრძელდება ივანიშვილის მმართველობა. მეცოდება ჩემი ერი და მრცხვენია მისი ეგრეთ წოდებული მმართველების გამო“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

 

მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინასთან დაკავშირებით ორი რეზოლუცია მიიღო. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვებგვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ საქართველოს დელეგაციის არცერთ წევრს არცერთი რეზოლუციის კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

როგორც ქართული დელეგაციის ერთ-ერთი წევრი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, საქართველოს დელეგაცია კენჭისყრის დროს შვეიცარიის დელეგაციას ხვდებოდა, თუმცა, მისი თქმით, საქართველოს დელეგაციამ ადამიანის უფლებათა და იურიდიულ კომიტეტზე უკრაინელების ყველა შესწორებას დაუჭირა მხარი და რეზოლუცია სწორედ ისეთი სახით გავიდა, რასაც მხარი დაუჭირეს კომიტეტზე.

 

 

კომენტარები: 1
#1   dito
      
არა რაა,არ ისვენებს ეს ღორის გაგდებული! wink
16 ოქტომბერი 2016 16:17
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი