შსს-ში პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერები განადგურდა
31-01-2014, 20:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების შემცველი მასალების დიდი ნაწილი, გამოძიების დაწყების მიზნით, გადაიგზავნოს საქართველოს მთავარ პროკურატურაში, ხოლო დანარჩენი მასალა, რომელშიც ძირითადად, ინტიმური სცენებია ასახული და შეიცავს არაიდენტიფიცირებად პირებს, ასევე, დაზიანებული მასალა, დაუყოვნებლივ განადგურებას დაექვემდებარა.

 

 

ეს გადაწყვეტილება უკანონო მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ბოლო შეხვედრაზე მიიღეს, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში მიყურადებისა და ფარული ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითმა კომისიამ 45 დისკი და 2 ვინჩესტერი გაანადგურა.

 

 

ამასთან, შეხვედრაზე კომისიის წევრებმა მოისმინეს სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ანგარიში, განიხილეს და მოიწონეს პირადი ცხოვრების პატივისცემისა და ხელშეუხებლობის დაცვის მიზნით შემუშავებული კანონპროექტი "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ". როგორც აღმოჩნდა, არსებული ვიდეომასალის ძირითადი ნაწილი ეხებოდა ყოფილი ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილ პოლიტიკურ პარტიებს, მათ პარტიულ ხელმძღვანელებსა და თანამდებობის პირებს, აგრეთვე, მათი შეხვედრის ადგილებს, ოფისებსა და საცხოვრებელ სახლებს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების მქონე, საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციის თანამშრომლებს/საჯარო მოხელეებს და ხასიათდებოდა უპრეცედენტო მასშტაბებით.

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი