"ივანიშვილის მთავრობა აღარიბებს საკუთარ მოსახლეობას, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ჩაუძვრა ჯიბეში და მეორე მხრივ, ყოველდღიურად ანიავებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ამ ყველაფერს კი ქართველი ხალხი "არას" 21 მარტის აქციაზე ეტყვის," ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
"თავისი არსით და ბუნებით, რუსი ოლიგარქის მთავრობის საქმიანობის 2 წელიწადზე მეტი ხნის შემდეგ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის არა მხოლოდ უნიათო მთავრობა, რომელიც აღარიბებს ჩვენს ხალხს, არამედ მთავრობა, რომელიც თავის არსით არის ანტისახელმწიფოებრივი და ანტიეროვნულიც. დაგროვდა მთელი წყება გადაწყვეტილებებისა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში, რომლებიც პირდაპირ ურტყამს ჩვენი ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს. ამ გადაწყვეტილებებს ასევე აქვს ეკონომიკური გამოხატულება", - განაცხადა გიორგი კანდელაკმა და ამის მაგალითებად, ყარსი-ახალქალაქის რკინიგის და ლაზიკას პორტის პროექტები დაასახელა.
გიორგი კანდელაკის თქმით, ეკონომიკური გამოხატულება აქვს ნატოში გაწევრიანებაზე ფაქტობრივად უარის თქმასაც, რომელიც ზურაბ აბაშიძის პირით გაჟღერდა. მისი თქმით, ეს აზიანებს საინვესტიციო გარემოს და ნაკლებადპროგნოზირებადს ხდის საქართველოს.
"ამ ყველაფრის ნაწილია თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილედ ღიად პუტინისტური პარტიის მმართველი საბჭოს წარმომადგენლის და ამავე პარტიის წევრების სხვადასხვა სამინისტროებში მინისტრის მოადგილეებად დანიშვნა. ამ ყველაფრის ნაწილია უკრაინასთან ურთიერთობების გაფუჭება, ფაქტობრივად, რუსეთის აგრესიის საკითხში დე ფაქტო რუსეთის მხარის დაკავება, როცა მაგალითად პრემიერმა გააკრიტიკა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების პერსპექტივა. უკრაინა ჩვენთვის რუსეთზე არანაკლებ მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია და ამ ყველაფერს, ეკონომიკური გამოხატულება, ცხადია, აქვს. არაფერს ვამბობ უპასუხისმგებლო სავიზო რეგულაციებზე, რომელიც დიდი ზიანის მომტანია ეკონომიკურად, მაგრამ პოლიტიკურ რეალობაში ეს ნიშნავს, რომ საქართველო დისტანცირდება დასავლეთისგან. აღარაფერს ვამბობ "აეროფლოტის" საკითხზე და იმ პრეფერენციებზე, რომელსაც ჯიუტად ანიჭებს საქართველოს მთავრობა ოკუპანტი სახელმწიფო ავიაკომპანიებს, რომლებიც ახლა ცდილობენ წაიღონ მთელი ტრაფიკი მგზავრებისა ევროპის მიმართულებით, ჩაძირონ ქუთაისის აეროპორტი და გააკოტრონ ადგილობრივი კომპანია," განაცხადა გიორგი კანდელაკმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.