დავით უსუფაშვილი: „ქართული ოცნება“ შერეულ სისტემას  არ შეცვლის, როგორ გგონიათ, მაჟორიტარები თითს მიაჭერენ ღილაკს, რომ აღარ უნდათ იმ ოლქში არჩევა?!
16-10-2016, 04:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, მომავალი არჩევნებისთვის „ქართული ოცნება“ შერეულ სისტემას არ გააუქმებს.

 

 

ამის შესახებ მან „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ მეორე არხის ეთერში განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ყველა პარტიამ კარგად იცის, რომ სახელისუფლებო პარტიისთვის შერეული სისტემა იძლევა გაცილებით უკეთეს შედეგს, ვიდრე ოპოზიციური პარტიისთვის, იქამდე, ვიდრე სახელისუფლებო პარტიას მთლად არ შემოადნება ყველა შესაძლო ნდობა და ავტორიტეტი.

 

 

„ასე დაემართა ედუარდ შევარდნაძეს, მანამდე ეს სისტემა მშვენივრად მუშაობდა მათთვის, „მოქალაქეთა კავშირისთვის“, ბოლომდე როცა გაკოტრდა, მაშინ მშვენივრად ისარგებლა ოპოზიციამ ამ სისტემით და „ვარდების რევოლუციის“ დროს სერიოზული შედეგი აჩვენა. იგივე დაემართა სააკაშვილს, სანამ ყოჩაღად იყო ცხენზე შემჯდარი, მანამდე ამ სისტემით უზრუნველყო საკონსტიტუციო უმრავლესობა იმ პირობებშიც კი, როცა გავლილი იყო 2007 წლის უბედურებები, მაინც მოახერხა ეს, მაგრამ ეს ვეღარ შეძლო, როცა მას ძალიან გაუჭირდა და როცა ისეთი მეტოქე დაუპირისპირდა, როგორიც იყო ივანიშვილი და უცებ დაკარგა ყველაფერი. ახლა „ოცნებას“ ბუნებრივად განუვითარდა ეს კომპლექსი, ფიქრობენ, ახლა ჩვენ ცხენზე ვსხედვართ, ამ სისტემით ხიფათი კი არ გვემუქრება, არამედ ყველაფერს მოვიგებთ“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ „რესპუბლიკურმა პარტია“ დაიწყო ძალიან სერიოზული მცდელობები იმისთვის, რომ შემდგომი არჩევნებისთვის „დაებევებინა“ სისტემის შეცვლა.

 

 

„ჩვენ ასეთ შეთანხმებას მივაღწიეთ „ოცნებასთან“, რომ რადგან ასეა, ჩვენ გამოგყვებით იმაში, რომ ეს სისტემა კი არ შეიცვალოს, არამედ გაუმჯობესდეს ოლქების დაბალანსების ამბავი. ამაში მოგყვებით ბოლომდე, მაგრამ სამაგიეროდ გამოგვყევით იმაზე, რომ ამ არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის კონსტიტუციაში ჩავწეროთ პროპორციული არჩევნები. ამაზე „ქართული ოცნება“ და მისი ლიდერები დათანხმდნენ, მაგრამ ვეღარ მოვახერხეთ ოპოზიციის დარწმუნება. „ნაციონალური მოძრაობა“ და „თავისუფალი დემოკრატები“ კი ამბობდნენ, რომ თანახმა იყვნენ, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, კენჭისყრისთვის არავინ იყო მზად. ეს იყო შეცდომა. დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, არავითარ შემთხვევაში ეს ხალხი ამ სისტემას არ შეცვლის, მომავალი, ცხვირწინ რომ არჩევნებია იმისთვის, იმიტომ, რომ აგერ ახლა წარმატებას მიაღწიეს და როგორ გგონიათ, მაჟორიტარები თითს მიაჭერენ ღილაკს, რომ აღარ უნდათ იმ ოლქში არჩევა?!“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი