საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის თქმით, როცა დედა შვილს წყევლის, ეს ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება.
ამის შესახებ ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ბრძანა.
მან მშობლების მიერ შვილების დალოცვის ლოცვა წაიკითხა და აღნიშნა, რომ ის დაიბეჭდება და დარიგდება.
„მრავალი პრობლემა არსებობს. მრავალი გაჭირვების წინაშე დგას დღეს კაცობრიობა, ყოველი ადამიანი. ერთ-ერთი პრობლემა, რომელიც დღეს კაცობრიობის წინაშე დგას, ეს არის ოჯახის პრობლემა, ეს არის ურთიერთობა, ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. სიმშვიდე არ არის ოჯახებში. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მშობლებს. ასევეა მშობლები. არის შემთხვევა, როცა დედა შვილს წყევლის. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან საშიშია და ხშირ შემთხვევაში ეს წყევლა სრულდება. მინდა შეგახსენოთ ერთი რამ, რაც იყო წარსულში, ჩვენს წინაპრებში და რომელიც მივიწყებულია - ეს არის მშობლების მიერ შვილების დალოცვა, თითოეული შვილის ცალკე დალოცვა. იმისათვის, რომ შვილი იყოს ბედნიერი, მშობელმა უნდა დალოცოს ის. ამისათვის უნდა აჩუქოს მას ნაკურთხი ხატი. ეს ხატი იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მას აქვს ძალიან დიდი ძალა. თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი. ოჯახში სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდება მშობელი, თქვენ ნახავთ, რომ უფალი სასწაულს მოგივლენთ“, - განაცხადა პატრიარქმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.