თბილისის მერი დავით ნარმანია ზაარბრიუკენის მერს შარლოტა ბრიცს შეხვდა.თბილისის მერიაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი ქალაქებს შორის თანამშრომლობას და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებს შეეხო.
შეხვედრაზე განიხილეს ტრანსპორტის და განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ასევე ისაუბრეს თბილისის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალზე, გარდა ამისა, მომდევნო წელს ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის შესაძლებლობაზე ისაუბრეს.
თბილისის მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია უნივერსიტეტებს შორის გაცვლითი პროგრამების მიმართულებით თანამშრომლობა, რომელშიც თბილისის მერიაც არის ჩართული.
„ზაარბრიუკენთან ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ კიდევ მრავალი საინტერესო პროექტი გვექნება, თანამშრომლობის ახალ შემოთავაზებებზე მუშაობს გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის ბიურო. სამმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ზაარბრიუკენი-ნანტი-თბილისი, უკვე რამდენიმე წელია, მიმდინარეობს ახალგაზრდული პროექტები. ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯერ ზაარბრიუკენმა, ხოლო შემდეგ ნანტმა უმასპინძლა სამი ქალაქის საზაფხულო უნივერსიტეტს თემაზე „ციფრული კულტურა“. მომავალ წელს „საზაფხულო უნივერსიტეტის“ მონაწილე ზაარბრიუკენელ და ნანტელ ახალგაზრდებს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს. ბუნებრივია, თბილისის მერიაც ჩაებმება ამ ღონისძიებაში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
გარდა ამისა, დღესვე თბილისის მერი ანკარის საკრებულოს დელეგაციას და ერევნის ვიცე მერს, დავით ოგანიანს შეხვდა. სტუმრები თბილისს ,,თბილისობის’’ დღესასწაულთან დაკავშირებით ესტუმრნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.