ეთნიკური და რელიგიური უმცირესობის საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა, სოფიო შამანიდმა დღეს ,,ნიუ ჰოსპიტალის" რეანიმაციაში მყოფი დაშავებული, ლგბტ თემის წარმომადგენელი მოინახულა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტის მრჩეველმა უშუალოდ ექიმებისგან მიიღო ინფორმაცია პაციენტის შესახებ, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
სოფიო შამანიდმა დაგმო მომხდარი ძალადობა და სწრაფი გამოძიებისა და პაციენტის მდგომარების გაუმჯობესების იმედი გამოთქვა.
„ნებისმიერი ძალადობა დასაგმობია, განსაკუთრებით შემზარავია მოძალადე, რომელიც ადამიანზე ძალადობს, მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მისგან განსხვავებულია. ყველა ადამიანს აქვს უფლება გამოხატოს მისი თავი ისე, როგორც ეს მას სურს, ჰქონდეს ის იდენტობა, რომელსაც ის თავად აირჩევს და არავის აქვს უფლება მიუთითოს, გაკიცხოს ან მით უმეტეს, იძალადოს მასზე ამის გამო. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში, მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მუშაობისა, დღემდე ძალიან მძლავრად ჩანს ჰომოფობიური და ქსენოფობიური ტენდენციები და ამას დიდწილად უწყობს ხელს პოლიტიკოსების არაადეკვატური, ჰომოფობიური გამოხატულებები. მე დარწმუნებული ვარ, რომ სამართალდამცავი ორგანიზაციები გამოიძიებენ ამ საქმეს და მინდა იმედი ვიქონიო, რომ ამ ახალგაზრდა ადამიანის მდგომარეობა გაუმჯობესდება“, - აღნიშნა სოფიო შამანიდმა.
ორთაჭალაში, ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე სავარაუდოდ სექსუალური იდენტობის გამო, 32 წლის ტრანსგენდერი ქალი დაჭრეს. დაზარალებული რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზეა მიერთებული, მას მრავლობითი დაზიანება აქვს ყელის არეში და სახის ძვლები აქვს მოტეხილი.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108 (განზრახ მკვლელობის მცდელობის) მუხლით მიმდინარეობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.