სოხუმში ადგილობრივი ტელევიზიის შენობის ტერიტორიაზე მამაკაცმა თავი აიფეთქა.
„სპუტნიკ აბხაზიას“ ცნობით, გარდაცვლილის ვინაობა ჯერჯერობით დადგენილი არ არის.
ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრის, ასლან კობახიას განცხადებით, ადგილზე აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობა.
„სავარაუდოდ, ის მარტო არ იყო. ყველა ძალოვანი უწყება მუშაობს, მიმდინარეობს ოპერატიული ღონისძიებები“, - აღნიშნა მან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.