ფინანსთა მინისტრის მოადგილე: გაცვლითი კურსის დასტაბილურების მოლოდინი ნამდვილად არის
17-10-2016, 02:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფინანსთა მინისტრის მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, ფაქტორები, რომელიც ლარის კურსზე მოქმედებს, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია.

 

 

მისივე თქმით, გაცვლითი კურსის დასტაბილურების მოლოდინი ნამდვილად არის.

 

 

„ლარი უნდა იყოს სტაბილური, რადგან ქვეყანაში შემოდინებები და გადინებები გასულ წელთან შედარებით არის პოზიტიური“,-თქვა მან ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

კაკურიძემ ასევე აღნიშნა, რომ ლარის კურსის თემა ბიუჯეტთან კავშირში არ არის.

 

 

„ვიზიარებ კომენტარს, რომელიც ეროვნულმა ბანკმა გააკეთა. ძირითადი ფაქტორები, რაც გაცვლით კურსზე მოქმედებს, გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია, თუმცა შექმნილი იყო გარკვეული მოლოდინები, რაც კურსზე აისახა. გარდა ამისა, ლარის კურსზე გარკვეულ გავლენას ახდენს ერთჯერადი ტრანზაქციები“, - განაცხადა კაკაურიძემ.

 

 

ეროვნულმა ბანკის (13 ოქტომბერი, 2016) მიერ ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის მიხედვით,  ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0010 პუნქტით გაუფასურდა. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ფასი 2.3537 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.3527 ლარი ღირდა. 0.0022 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.5942 ლარი გახდა. ძველი კურსით, მისი ოფიციალური ღირებულება 2.5920 ლარი იყო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი