მიმდინარე წლის 8 ივნისიდან 20 სექტემბრამდე პერიოდში პოლიტიკურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა კანდიდატებმა ჯამში 25 449 079 ლარის ხარჯი გასწიეს.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, აქედან ყველაზე მეტი - 13 498 020 ლარი მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ დახარჯა.
დანარჩენი პარტიების ხარჯები კი ასე გამოიყურება:
მოძრაობა „პაატა ბურჭულაძე სახელმწიფო ხალხისთვის“ - 3 219 058 ლარი;
„დავით თარხან-მოურავი - ირმა ინაშვილი - პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია" - 2 134 515 ლარი;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“- 1 921 091 ლარი;
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ - 1 026,954 ლარი;
„ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები“ - 882 592 ლარი;
„ქრისტიან-დემოკრატიული პარტია“ – 127 730 ლარი;
„კონსერვატიული პარტია“ – 117 406 ლარი;
„ეროვნული ფორუმი“ – 445 250 ლარი;
„რესპუბლიკური პარტია“ – 428 564 ლარი;
„თოფაძე- მრეწველები, ჩვენი სამშობლო“– 307 388 ლარი;
„ლეიბორისტული პარტია“ – 285 163 ლარი;
„ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“ – 944 ლარი;
„თავისუფალი საქართველო“ – 137 ლარი;
„ახალი მემარჯვენეები“ – 3 012 ლარი;
„საქართველოს მშვიდობისთვის“ – 12 499 ლარი;
„საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტია“ – 423 ლარი;
„მემარცხენე ალიანსი“ – 1 534 ლარი;
„ახალი პოლიტიკური ცენტრი“ – 224 956 ლარი;
სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ – 324 005 ლარი;
„ქართული იდეა“ – 11 168 ლარი;
„ენა, მამული, სარწმუნოება“ – 4 033 ლარი.
რაც შეეხება დამოუკიდებელ კანდიდატებს, მათი ხარჯები ასე გამოიყურება:
ირაკლი შიხიაშვილი - 73 636 ლარი;
ზურაბ ჩიქოვანი - 16 338 ლარი;
ილია კოკაია - 166 427 ლარი;
სალომე ზურაბიშვილი - 4 388 ლარი;
ირაკლი პეტრიაშვილი - 28 332 ლარი;
ცეზარ ჩოჩელი - 65 067 ლარი;
არმაზ ახვლედიანი - 25 464 ლარი;
დავით ჭანტურია - 92 979 ლარი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.