გიორგი ვოლსკი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: შემოგდებულ თემას ჰგავს
17-10-2016, 05:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებას "ქართული ოცნების" წევრი გიორგი ვოლსკი აფასებს.

 

 

ბარამიძის განცხადებას, რომ უმრავლესობის შესაცვლელად, გარკვეულ პოლიტიკურ ძალებს შორის კულუარული საუბრები მიდიოდა გაერთიანებასთან დაკავშირებით, ვოლსკი პასუხობს: 

 

 

„დარწმუნებული ვარ იმ პოზიციაში, რაც გააჩნიათ “თავისუფალი დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციის თითოეულ წევრს, ერთის გამოკლებით. “ფორუმის“ განწყობაც ვიცი, ჩვენ ერთად ვისხედით 4 წლის განმავლობაში, გვერდი-გვერდ. ზუსტად ვიცი ფორუმელების განწყობა ბევრ საკითხთან დაკავშირებით. „რესპუბლიკელების“ განწყობაც ჩემთვის ცნობილია, ერთად გავატარეთ დიდი ხანი. ჩვენ ინფორმაცია ამის შესახებ არ გვქონდა, რადგან ასეთი რამ არ არსებობდა. ეს არ არის ისეთი საკითხი, რომელიც იმალება, თუ ღრმად კონსპირაციული მოლაპარაკებები არ მიმდინარეობდა....

 

 

არანაკლები ანალიზის უნარი გვაქვს, ვიდრე ბარამიძეს. განცხადება ამასთან დაკავშირებით შემოგდებულ თემას ჰგავს, ვერ გაარკვევ რა მიზნით, ეგენი ხომ ღრმად და ყოვლისმომცველად ფიქრობენ. შეიძლება გია ბარამიძეს თავის ჩანაფიქრი აქვს კონსპირაციულ-საინტერესო-ანალიტიკური, რომ რაღაცა დივიდენდი მიიღოს მათმა პარტიამ, მაგრამ ძალიან უნიათო ჩანს“, -აღნიშნა ვოლსკიმ.

 

 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის თქმით, "ნაციონალური მოძრაობის", "ეროვნული ფორუმის", "რესპუბლიკელების" და "თავისუფალი დემოკრატების" გაერთიანებით პარლამენტში უმრავლესობის შეცვლის შესახებ კულუარული საუბრები მიმდინარეობდა.

 

 

"საშუალება ნამდვილად იყო იმის, რომ გვემსჯელა, რათა შექმნილიყო ახალი კონფიგურაცია პარლამენტში. ამის თაობაზე საუბრები მაშინაც იყო, მათ შორის პრესითაც, რომ ივანიშვილი ჩამოშორებულიყო ხელისუფლებას და შესაძლებლობა ყოფილიყო პარლამენტში ვითარების ხავერდოვნად შეცვლის. ამის თაობაზე მსჯელობაც იყო, მაგრამ საბოლოოდ თანხმობამდე ვერ მივედით და ეს უკვე ვისი ბრალი იყო, როგორ იყო, სხვა თემაა, მაგრამ ერთ-ერთი, ყოველ შემთხვევაში ამ მიმართულებით ვინც არ დათანხმდა, იყვნენ „რესპუბლიკელები“.

 

 

ოფიციალური კონსულტაციები არ მიმდინარეობდა, მაგრამ ამის საშუალება იყო. კულუარებში იყო საუბრები სხვადასხვა დეპუტატს შორის. ეს ფაქტია, მაგრამ ოფიციალური კონსულტაციები არ გახსნილა, იმიტომ რომ არ იყო საკმარისი მზაობა ამასთან დაკავშირებით. ფაქტია, რომ ამის შანსი იყო. სამწუხაროდ, ეს შანსი ხელიდან იქნა გაშვებული", - განაცხადა ბარამიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი