"ეროვნული ფორუმის" ლიდერის, კახა შარტავას განცხადებით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა" და "ეროვნულ ფორუმს" შორის მოლაპარაკებებს ადგილი არ ჰქონია.
შარტავა გიორგი ბარამიძის განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობა"მსგავსი ტიპის განცხადებებით, "მეორე ტურისთვის წინაპირობების შექმნას ცდილობს".
"არანაირ მოლაპარაკებებს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არც როცა კოალიციაში ვიყავით და არც კოალიციის დატოვების შემდეგ, ადგილი არ ჰქონია.... თუ ვინმე არ განიხილებოდა და არ განიხილება, ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობა“. თავიანთი მეორე ტურისთვის წინაპირობების შექმნას ცდილობენ, ტყუილად ირჯებიან „ეროვნული ფორუმის“ მისამართით. მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებს არც წინასაარჩევნოდ ჰქონია ადგილი და არც პარტიათა შორის რაიმე კონსულტაციებს მიმდინარეობდა“,- განუცხადა ჟურნალისტებს შარტავამ.
გიორგი ბარამიძის განცხადებით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", "ეროვნულ ფორუმს", "რესპუბლიკურ პარტიასა" და "თავისუფალ დემოკრატებს" შორის კულუარული საუბრები მიმდინარეობდა გაერთიანებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, საქმე ოფიციალურ მოლაპარაკებამდე არ მისულა. ბარამიძე აცხადებს, რომ გაერთიანების შექმნის წინააღმდეგ "რესპუბლიკური პარტია" გამოვიდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.