„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის განცხადებით, ერთი საარჩევნო უბნის გახსნაც კი "თავდაყირა დააყენებს არჩევნების შედეგებს".
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, სწორედ ამიტომ "ეშინია" "ქართულ ოცნებას" უბნების გახსნის და ბიულეტენების გადათვლის.
„სალოქო კომისიებმა ყველამ, როგორც ერთმა უარი გვითხრა ჩვენს კანონიერ მოთხოვნებზე და არ დააკმაყოფილა ჩვენი არც ერთი საჩივარი, რათა გახსნილიყო უბნები და გადათვლილიყო ბიულეტენები. მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენ ბუნებრივია მივმართეთ სასამართლოებს სადაც ასევე, ყველამ როგორც ერთმა არ დააკმაყოფილა ჩვენი სარჩელები. მინდა მოგიყვანოთ რამდენიმე მაგალითი ე.წ. დემოკრატიული და ვეროპული საქართველოს თავისუფალი სასამართლოს ქმედებებიდან:
მაგალითად, საოლქო კომისიების მიერ დაუბალანსებელი და გაყალბებული ოქმების შედგენისათვის საუბნო კომისიების თავმჯდომარეებს დააწერინეს ახსნა-განმარტებები და აქაც ყველამ, როგორც ერთმა მათ მიერ ჩადენილი დანაშაული გაამართლეს იმით, რომ ჰქონდათ სიცხე, დაიღალნენ, ეძინებოდათ, ან ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელნი ან ძალიან ასაკოვაანი იყვნენ.
რაც მთავარია, სასამართლო პროცესებზე, არაერთმა საოლქო კომისიამ აღიარა დარღვევები, მაგრამ უბნები გადათვლის ღირსად არ ჩათვალა. კიდევ უფრო საინტერესოა, რომ მოსამართლეების 100%-მა მათი მოსაზრება გაიზიარა. მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს თავმჯდომარესთან ჩემი შეხვედრისასა მივიღე თითქოსდა მისი მხარდაჭერა, სასამართლო პროცესებზე ცესკოს წარმომადგენლები ყველგან უბნების გახსნის და გადათვლის წინააღმდეგ წავიდნენ.
რამდენიმე ოლქში სადაც თავმჯდომარე მზად იყო, რომ გადათვლილიყო ბიულეტენები, განხორციელდა შემდეგი შინაარსის სატელეფონო ზარები: თავს ნუ ჩაიგდებ სასაცილო მდგომარეობაში საოლქოს 7 წევრი მაინც წინააღდეგი იქნებაო“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებით 200 000 ხმა დაიმატა, არც ერთ შემთხვევაში არ ითხოვს ბიულეტენების გადათვლას.
"ნათელია რატომაც - გადათვლის შემთხვევაში არც „ნაციონალურ მოძრაობას“ აღმოაჩნდება 27% და არც „ქართულ ოცნებას“ ის რაც დაიწერა და ვერ გააგრძელებენ მომავალი ოთხი წელი მშვიდ და ბედნიერ თანამშრომლობას.
სასამართლო პროცესებს ესწრებოდნენ ეუთოს გრძელვადიანი მისიის წარმომადგენლები და მათ საკუთარი თვალით ნახეს, რომ არც ერთ, ვიმეორებ არც ერთ უბანზე სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჩვენი კანონიერი მოთხოვნა ბიულეტენების გადათვლის შესახებ.
გილოცავთ, ევროპისთვის გასაოცარი დემოკრატიის დამკვიდრებას სადაც მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი მომართულია არჩევნების გაყალბებაზე და მისი შედეგების „დაკანონებაზე“. კითხვა რომელსაც ვერ გაეცა და ვერც გაეცემა პასუხი: თუ ასე დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარდა არჩევნები, თუ ჩვენს მიერ მიღებული ხმები არის ის რაც გამოაცხადეთ, რატომ გეშინიათ თუნდაც ერთი უბნის გახსნის და ბიულეტენების გადათვლის? იმიტომ ხომ არა, რომ ერთი უბნის გახსნაც კი თავდაყირა დააყენებს თქვენს მიერ გამოცხადებულ შედეგებს“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.