ნინო ბურჯანაძე: წინასწარ გაყალბებულ არჩევნებს, მეორე ტურს ვემიჯნებით
17-10-2016, 06:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წინასწარ გაყალბებულ არჩევნებს და მეორე ტურს ვემიჯნები, - განუცხადა ჟურნალისტებს „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ.

 


მისი თქმით, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რათა ამომრჩეველს მხოლოდ ორს შორის გაეკეთებინა არჩევანი.

 


"ზუსტად იმიტომ გადაარჩინა „ნაციონალური მოძრაობა“ ბიძინა ივანიშვილმა,ზუსტად იმიტომ იყო გართული კოჰაბიტაციაში „ნაციონალურ მოძრაობასთან“, რომ დასმულიყო კითხვა და ადამიანები აღმოჩენილიყვნენ ასეთი არჩევანის წინაშე - “ქართული ოცნება“ თუ „ნაციონალური მოძრაობა“. არც ერთი და არც მეორე, როდესაც ჩვენ წინასაარჩევნო კამპანიას ვატარებდით მქონდა ასეთი სლოგანი, არც „ქართული ოცნება“, არც „ნაციონალური მოძრაობა“ შემოხაზეთ მესამე-მეთქი. მესამე რომ შემოხაზულიყო რა თქმა უნდა, ჩვენ უმრავლესობით ვერ მოვიდოდით, მაგრამ დღეს ქვეყანა არ იქნებოდა იმის საფრთხის წინაშე, რომ ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი ჩამოყალიბდებოდა. დღესაც ვამბობ, არც „ქართული ოცნება“ და არც „ნაციონალური მოძრაობა”, - განაცხადა „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა.

 


ბურჯანაძე არ გამორიცხავს, რომ ბოიკოტის რეჟიმში გადავიდეს და მის ამომრჩეველს მეორე ტურში საკუთარი არჩევანის დაუფიქსირებლობისაკენ მოუწოდოს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი