საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ვეტერანებს ვეტერანის დღეს ულოცავს.
„ძვირფასო მეგობრებო, სხვადასხვა თაობის ვეტერანებო, ვინც მეორე სამამულო ომსა თუ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოსა თუ მსოფლიოს ცხელ წერტილებში, თავდადებით იბრძოდით სამშობლოს თავისუფლებისა თუ გლობალური უსაფრთხოებისათვის, გულითადად გილოცავთ დღევანდელ დღეს.
საზოგადოების განვითარების საზომი არის ის, თუ როგორ ვაფასებთ და ვზრუნავთ სამშობლოს დამცველებზე, ჩვენ ვეტერანებზე. ეს დაფასება არის არა მხოლოდ თქვენი წარსული ღვაწლის აღიარება, არამედ ზრუნვა მომავალზე, ახალგაზრდა თაობებში სწორი ღირებულებების, სამშობლოსა და თავისუფლების უზენაესობის იდეალთა დამკვიდრება.
ქართველი ხალხის სახელით, მადლობას გიხდით საქართველოს მსახურებისთვის და მშვიდობას, კეთილდღეობასა და დღეგრძელობას გისურვებთ “,- აღნიშნულია მარგველაშვილის განცხადებაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.