თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიტინგის ქუჩა N1-ში ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი აშენდა. დედაქალაქის მერიის ცნობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან ერთად გახსნა.
საბავშვო ბაღში 11 ჯგუფი შეიქმნა, მთლიანობაში კი, ბაღი 400-მდე ბავშვის სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას შეძლებს.
შენობა და მიმდებარე ტერიტორია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებულია. ბაგა-ბაღის ეზოში განთავსებულია რამდენიმე სათამაშო და გასართობი მოედანი.
„დღეს დედაქალაქში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, რიგით მეშვიდე ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გავხსენით, მაგრამ ჩვენ არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ მშენებლობას. თბილისს კიდევ ძალიან ბევრ ლამაზ საბავშვო ბაღს ვაჩუქებთ“,- განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის ცნობით, ბაღი ყოფილი N79 ბაღის ტერიტორიაზე აშენდა, რომელიც 2011 წელს ავარიულობის გამო დაიხურა, აღსაზრდელები კი, ამ დრომდე, N7 საჯარო სკოლის შენობაში დადიოდნენ. განახლებულ ბაღში 65-მდე ადამიანი დასაქმდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.