ასოცირების დღის წესრიგის განხილვის პროცესში სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართვის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიების მონაწილეებს დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და პრიორიტეტები გააცნეს.
მომდევნო შეხვედრა, რომელიც დღის წესრიგით გათვალისწინებული სექტორული თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა, 24 ოქტომბრისთვის დაინიშნა.
საგარეო საქმეთა სამინისტროში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან ერთად გაიმართა შეხვედრა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ იუსტიციის სამინიტროსა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო 50-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ. მხარეებმა იმსჯელეს ევროკავშირთან ასოცირების ახალი დღის წესრიგის (2017-2020წწ) პოლიტიკურ, მართლმსაჯულებისა და უსაფრთხოების საკითხებზე.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ არასამთავრობო სექტორს წარუდგინა დოკუმენტის პროექტით გათვალისწინებული მთავარი პრინციპები, პრიორიტეტები და მიმართულებები. ასევე, გააცნო ევროკავშირთან ახალი დღის წესრიგის თაობაზე მოლაპარაკებების ინსტიტუციური ჩარჩო.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა. არასამთავრობო სექტორმა წარმოადგინა საკუთარი წინადადებები, რომელთა ასახვაც მათი მოსაზრებით მნიშვნელოვანი იქნება ახალ დოკუმენტში. შეხვედრაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ აღინიშნა, რომ არასამთავრობო სექტორის მხრიდან წარმოდგენილი რეკომენდაციები, ზოგადად, დღის წესრიგის ტექსტის პროექტში ასახულია და გამოითქვა მზაობა, რომ შეხვედრაზე მათ მიერ დამატებით გაჟღერებული რეკომენდაციები ევროკავშირთან შემდგომი მოლაპარაკებების პროცესში მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული.
საგარეო უწყების პრესსამსახურის ცნობით, სამინისტრო გააგრძელებს 2017-2020 წწ-სთვის ასოცირების დღის წესრიგის შემუშავებაში არასამთავრობო სექტორის ღია და აქტიურ ჩართულობას.
მორიგი შეხვედრა ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული სექტორული თანამშრომლობის საკითხებს დაეთმობა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.